კიმ ჩენ ინი ჩინეთის ლიდერს: თქვენთან ერთად შევქმნი უფრო მშვენიერ მომავალს

"ჩვენი ქვეყნები ურთიერთობას კიდევ უფრო გააღრმავებენ", - ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინგს კომუნისტური პარტიის გენერალურ მდივნად მესამე ვადით არჩევა მიულოცა.

"თქვენთან ერთად, შევქმნი ჩინეთისა და ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობის უფრო მშვენიერ მომავალს. ჩვენი ქვეყნები ურთიერთობას კიდევ უფრო გააღრმავებენ", - აღნიშნავს კიმ ჩენ ინი. 

შეგახსენებთ, რომ პეკინში, კომუნისტური პარტიის კონგრესმა გენერალურ მდივნად, მესამე ვადით, სი ძინპინი რამდენიმე დღის წინ აირჩიეს. ძინპინი თანამდებობაზე მომდევნო 5 წლის განმავლობაში იქნება.