აზერბაიჯანმა რუსეთს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა. ამის შესახებ მოსკოვში, აზერბაიჯანის საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადების თანახმად, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩომ, რუსეთის ფედერაციაში ოფიციალური საპროტესტო ნოტა გაუგზავნა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს 2022 წლის 20 და 21 ოქტომბერს პირველი არხის გადაცემის „დიდი თამაშის“ ეთერში გაკეთებულ მტრულ განცხადებებთან დაკავშირებით.
„გადაცემის ეთერში, სომხური წარმოშობის რუსი პოლიტოლოგები და ექსპერტები ახორციელებდნენ გულწრფელ ანტიაზერბაიჯანულ თავდასხმებს, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობა და დამახინჯდა ეთერში ჩვენებისას, ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიული რუკა“, - ნათქვამია განცახდებაში.
აზერბაიჯანის მიერ რუსეთისთვის გაგზავნილ საპროტესტო ნოტაში ხაზგასმულია, რომ თოქ-შოუს სტუმრები „თავიანთი გამოსვლებით აპროვოცირებენ სომხურ საზოგადოებაში რევანშისტურ ძალებს, აცოცხლებენ წარსულში დარჩენილ კონფლიქტს და ღიად უჭერენ მხარს სეპარატიზმს, თესენ მტრობას ორ ხალხს შორის“.
საელჩომ აღნიშნა, რომ მიკერძოებული განცხადებების გამოყენება სახელმწიფო ტელევიზიაზე და აშკარა პოლიტიკური პროვოკაციების აღიარება არა მხოლოდ ეწინააღმდეგება რუსეთის ოფიციალურ პოზიციას, რომელიც არაერთხელ გამოთქვა ქვეყნის პრეზიდენტმა, არამედ ძირს უთხრის გრძელვადიან პერსპექტივის უზრუნველსაყოფად გადადგმულ ნაბიჯებს.
„რეგიონში ჩამოყალიბებული მყიფე მშვიდობის კონტექსტში, მედიის წარმომადგენლებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრებათ პროვოკაციების აღკვეთაზე, რამაც შესაძლოა, დაძაბულობა და ვითარების გამწვავება გამოიწვიოს“, - ნათქვამია განცხადებაში.