ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ, ტიბორ კოზმამ გუშინ საერთაშორისო ვაჭრობის საკითხებში ფინეთის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, ნინა ვასკუნლაჰტის, ე.წ. სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე, ოძისის გადაკვეთის პუნქტზე ვიზიტისას უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ავრცელებს.
სადამკვირვებლო მისიის ცნობით, ტიბორ კოზმამ წარმოადგინა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შეფასება ადგილზე განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლენების შესახებ.
"ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ, ტიბორ კოზმამ გუშინ საერთაშორისო ვაჭრობის საკითხებში ფინეთის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, ნინა ვასკუნლაჰტის, ე.წ. სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე, ოძისის გადაკვეთის პუნქტზე ვიზიტისას უმასპინძლა", - ნათქვამია ინფორმაციაში.