უკრაინის საჰაერო ძალები: ერთ დღეში სამი რუსული ვერტმფრენი ჩამოვაგდეთ

უკრაინის დამცველებმა ხერსონის რეგიონში რუსული თავდასხმის ვერტმფრენი Ka-52, რაც მესამე გასული 24 საათის განმავლობში. ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა იტყობინება.

საჰაერო ძალების სარდლობაში არ გამორიცხავენ, რომ ვერტმფრენს უკრაინული მწარმოებლის მიერ წარმოებული ძრავები ჰქონოდა.

შეგახსენებთ, ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთმა Ka-52 Hokum-ის ტიპის მინიმუმ 23 ვერტმფრენი დაკარგა.