კრემლის პროპაგანდისტი, სამთავრობო ტელეარხი Russia Today-ს მთავარი რედაქტორი, მარგარიტა სიმონიანის თქმით, მას და დუმის დეპუტატ კონსტანტინ ზატულინს სომხეთში შესვლა აეკრძალათ. ამის შესახებ, მან ტელეგრამ-არხზე დაწერა.
„კონსტანტინ ზატულინს, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში მტკიცედ უჭერდა სომხეთს მხარს, სომხეთის ამჟამინდელმა უფროსმა სომხეთში შესვლა აუკრძალა. სხვათა შორის, მეც", – წერს სიმონიანი ტელეგრამზე.
მანამდე, 25 ოქტომბერს რუსეთის დუმის დსთ-ს კომიტეტის თავმჯდომარე კონსტანტინ ზატულინმა სომხეთის პარლამენტისგან მიღებული წერილი გამოაქვეყნა.
წერილში, მან განმარტა, რომ სომხეთისთვის, მის მიერ ბოლო დროს გაკეთებული განცხადებები მიუღებელი აღმოჩნდა. რაც შეეხება, სიმონიანს, ის სომხეთში ჩასვლაზე აკრძალვის მიზეზს არ ასახელებს.
ამ დრომდე, მარგარიტა სიმონიანისთვის დაწესებულ აკრძალვაზე, სომხეთის მთავრობას ინფორმაცია არ გაუვრცელებია.