რუსეთი, სტრატეგიული ბირთვული ძალების წვრთნებს იწყებს

პენტაგონის განცხადებით, რუსეთმა, შეერთებულ შტატებს Grom-2022 სტრატეგიული ბირთვული ძალების წვრთნების ჩატარების შესახებ ოფიციალურად აცნობა. 

წვრთნების დროს გაშვებული იქნება ბალისტიკური რაკეტები, რომლებსაც შეუძლიათ ბირთვული ქობინების ტარება.

წვრთნები, რომლებიც ყოველწლიურად იმართება, წელს განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს, რადგან რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის ფონზე მიმდინარეობს.

რუსული მედიის ინფორმაციით, სტრატეგიული ბირთვული ძალების წვრთნები 26-29 ოქტომბერს ჩატარდება

 

პარალელურად, ბელგია მასპინძლობს NATO-ს ყოველწლიურ სამხედრო-საჰაერო ძალების სწავლებას Steadfast Noon-ს, სადაც არასტრატეგიულ ბირთვულ იარაღს იყენებენ.