აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა, მოლდოვაში ცხრა ადამიანისა და 12 ორგანიზაციის წინააღმდეგ, კრემლთან კავშირისთვის სანქციები დააწესა.
„სანქცირებულ პირებსა და სუბიექტებს შორის არიან ოლიგარქები, რომლებიც ფართოდ არიან ცნობილი მოლდოვის პოლიტიკური და ეკონომიკური ინსტიტუტების ხელში ჩაგდებისა და კორუმპირების გამო“, - აღნიშნულია დოკუმენტში.
ამგვარად, სანქციების სიაში მოლდოვის დემოკრატიული პარტიის ყოფილი ფორმალური ლიდერი ვლადიმერ პლახოტნიუკი მოხვდა.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა განმარტა, რომ ის ჩართული იყო მანიპულაციებში რესპუბლიკის ხელისუფლების საკვანძო სექტორებში, მათ შორის ზეგავლენას ახდენდა სამართალდამცველ, საარჩევნო და სასამართლო ორგანოებზე.
გარდა ამისა, დაწესდა შეზღუდვები სხვა პოპულისტი პოლიტიკოსების მიმართ, რომლებსაც გავლენიანი თანამდებობები ეკავათ და ცდილობდნენ მოლდოვას კრემლის გავლენის ქვეშ დაბრუნებას.