შინაგან საქმეთა სამინისტრომ დეპუტატ, ირაკლი ხახუბიას გარდაცვალების საქმეზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ Europetime-ს შს სამინისტროში დაუდასტურეს.
მომხდარზე, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე (თვითმკვლელობამდე მიყვანა) მუხლით.
„ქართული ოცნების“ ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი, ირაკლი ხახუბია დღეს საკუთარ სახლში, გარდაიცვლილი იპოვეს.
ამ ეტაპზე, შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.
ამასთან, შეგახსენეთ, რომ 2017 წლის მაისში, ავტოავარიას ემსხვერპლა ირაკლი ხახუბიას ვაჟი, 21 წლის ბექა ხახუბია.