რუსი ოკუპანტები დროებით ოკუპირებულ მარიუპოლში, მათ მიერ დაზიანებული სახლების დანგრევას იწყებენ.
„ისინი იწყებენ სხვა უბნის დანგრევას, ხოლო ხალხი ცხოვრობს ქუჩაში ან ოკუპირებულ საცხოვრებლებში.
რუსებმა უბრალოდ მიიღეს ბიუჯეტის დაფინანსება შენობების დანგრევისთვის. ასე რომ, ისინი ანგრევენ. პრიმორსკის რაიონი... - წერს მარიუპოლის მერის მრჩეველი პეტრო ანდრიუშჩენკო.
უკრაინული მედიის ცნობით, ცოტა ხნის წინ გამოჩნდა იმ შენობების სია, რომელთა დანგრევას რუსები მარიუპოლში წელს გეგმავენ. მასში 136 საცხოვრებელი კორპუსი შედის.