გამოცემა Politico-ს ცნობით, აშშ ევროპაში, NATO-ს სამხედრო ბაზებზე ბირთვული ბომბების განახლების გეგმებს აჩქარებს
შეერთებულმა შტატებმა განახლებული „ბი61-12“ ტიპის გრავიტაციული ავიაბომბის განთავსება თავდაპირველად მომავალი წლის გაზაფხულზე დაგეგმა, ახლა კი მისი განახლება მიმდინარე წლის დეკემბერში იგეგემება. იტყობინება Politico წყაროებზე დაყრდნობით.
„აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა NATO-ს მოკავშირეებს პროცესის დაჩქარების შესახებ ოქტომბერში, ბრიუსელში გამართული დახურული შეხვედრის დროს განუცხადეს“, - წერს Politico.
მისივე ცნობით, გადაწყვეტილების მიზანია ძველი შეიარაღების განახლება, რომლის მიზანიც აშშ-სა და მოკავშირეების ბომბდამშენებისა და გამანადგურებლების პოტენციური გამოყენებაა.
პენტაგონის სპიკერმა გენერალმა პატრიკ რაიდერმა განაცხადა, რომ თარიღის ცვლილება „არანაირად არ უკავშირდება უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს“.