ომის შემსწავლელი ინსტიტუტი იუწყება, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ბოლო განცხადებები მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთი „ისევ ცდილობს სამხედრო გამარჯვებას უკრაინაში და კიევში ხელისუფლების შეცვლას“.
ISW-ის თანახმად, პუტინის რიტორიკა იმის შესახებ, რომ უკრაინამ „დაკარგა სუვერენიტეტი“, გააძლიერა დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა, რომელმაც განაცხადა, რომ „უკრაინამ დაკარგა სახელმწიფოდ არსებობის უნარი“ და ის ოკუპირებულია NATO-ს მიერ.
ბოლო ცნობებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული დირექტორატის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი, ოლექსი გრომოვი არ გამორიცხავს, რომ ხერსონის რეგიონიდან ევაკუაციისას რუსეთის ჯარებმა ტერორისტული თავდასხმები მოაწყონ.
მანამდე უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმი ზელენსკი აცხადებდა, რომ კახოვკის ჰესზე შესაძლო ტერაქტი, მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების ტოლფასი იქნება.
ISW: უკრაინა ხერსონს სავარაუდოდ, 2022 წლის ბოლოს დაიკავებს