აზერბაიჯანი-საქართველო-სომხეთის თანამშრომლობის სამმხრივი ფორმატი ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონის განვითარებისთვის.
ამის შესახებ აზერბაიჯანის ელჩმა შვეიცარიაში ფუად ისკენდეროვმა ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სატრანსპორტო თანამშრომლობა ძალიან კარგად არის განვითარებული, იზრდება რეგიონის გავლით სატრანზიტო მიმოსვლის მოცულობა.
24 ოქტომბერს, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველოს ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით ეწვია. ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ სომხეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის მონაწილეობით, თანამშრომლობის სამმხრივი პლატფორმის შექმნა სურს. ამასთან, აღნიშნა, რომ „იქმნება ახალი რეალობა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ“.
ასევე წაიკითხეთ: