აშშ-ის ინფრასტრუქტურაზე ნებისმიერ თავდასხმას პასუხი მოჰყვება. ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.
ამის შესახებ Reuters-ი წერს.
კირბის თქმით, არსებობს საჯაროდ ხელმისაწვდომი მონაცემები, რომ რუსეთი თანამგზავრების საწინააღმდეგო ტექნოლოგიების დაუფლებას ცდილობს.
ცნობისთვის, რუსეთის ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ დასავლური კომერციული თანამგზავრები შეიძლება, გახდეს რუსეთის ლეგიტიმური სამიზნეები, თუ ისინი ჩაერთვებიან უკრაინის ომში.
საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა კონსტანტინ ვორონცოვმა აღნიშნა, რომ აშშ და მისი მოკავშირეები შეიარაღებულ კონფლიქტებში იყენებენ კოსმოსში არსებულ სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, მათ შორის კომერციულ თანამგზავრებს.