უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა ოლექსი არესტოვი განაცხადა, რომ უკრაინამ რუსეთის მიერ წამოწყებულ ომში გამარჯვების მიზნით, ოთხი პირობა ჩამოაყალიბა, რასაც დასავლეთი დაეთანხმა.
„კოლექტიურმა დასავლეთმა მკაფიოდ განაცხადა, რომ უკრაინაში გამარჯვების კონტურებს თავად უკრაინა განსაზღვრავს, ხოლო დასავლეთის საქმე დახმარებაა. როგორც გერმანიის კანცლერმა აღნიშნა: თუ საჭირო იქნება, უკრაინის დახმარება გაგრძელდება ათწლეულები, ჩვენ მზად ვართ. ამაში ის არა ომის გაგრძელებას, არამედ ომის შემდგომ აღდგენას გულისხმობდა“, – განაცხადა ოლექსი არესტოვიჩმა.
არესტოვიჩის თქმით, დასავლეთი უკრაინის გამარჯვების ოთხ პირობას განიხილავს.
ესენია: უკრაინის ტერიტორიის სრული გათავისუფლება, სამხედრო დამნაშავეების გადაცემა, რეპარაციების გადახდა, პუტინი არ არის. ყველაფერი განსაზღვრულია, ყველაფერი მარტივია. ეს არის ის, როგორც მოვახდინეთ ჩვენ გამარჯვების ფორმულირება. დასავლეთში ამას ხელი მოაწერეს, რომ ჩვენ ამის მიღწევაში ყველანაირად დაგვეხმარებიან“, - განაცხდა ოლექსი არესტოვიჩმა.