თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში მდებარე სასტუმრო „ლუქსში“ მოქალაქემ ხელყუმბარა ააფეთქა. ამის შესახებ Europetime-ს შს სამინისტროში დაუდასტურეს.
წინასწარი ინფორმაციით, კაცმა სასტუმროს ერთ-ერთი ნომერი დაჯავშნა, სადაც ხელყუმბარა ააფეთქა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 229-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც აფეთქებას გულისხმობს.