უკრაინას ომის შემდგომი რეკონსტრუქციისთვის წელიწადში $38 მილიარდი დასჭირდება. ამის შესახებ უკრაინული მედია ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს.
მისივე განცხადებით, უკრაინა ახლა რესურსების ძიებაშია.
„უკრაინის მთავრობას შეუძლია, სახელმწიფო ბიუჯეტიდან აიღოს უკრაინის რეკონსტრუქციისთვის საჭირო თანხები, მაგრამ სხვა წყაროებიც უნდა მოიძებნოს, განუცხადა Suspilne-ს ფინანსთა მინისტრმა სერჰი მარჩენკომ.
27 ოქტომბერს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა 4500-ზე მეტი სარაკეტო დარტყმა განახორციელა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან. კიევის ეკონომიკის სკოლის მონაცემებით, უკრაინის ინფრასტრუქტურაზე რუსული თავდასხმების შედეგად მიყენებულმა ზარალმა 127 მილიარდ დოლარს მიაღწია.