შოიგუმ პუტინს, მობილიზაციის დასრულების შესახებ აცნობა

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ, ვლადიმერ პუტინს აცნობა, რომ ნაწილობრივი მობილიზაციია დასრულდა. ამის შესახებ რუსული მედია წერს. 

„მობილიზაციისთვის გამოძახებული მოქალაქეების გაგზავნა დღეს დასრულდა. მოქალაქეებისთვის შეტყობინების დაგზავნა შეჩერებულია. დავალება, რომელიც თქვენ დაისახეთ 300 000 ადამიანის გაწვევის შესახებ, შესრულებულია. დამატებითი ზომები არ იგეგმება", - განაცხადა მინისტრმა.

შოიგუს თქმით, 300 000 მობილიზებულიდან საწვრთნელ ზონებში რჩება 218 000, კონფლიქტის ზონაში გაიგზავნა 82000 სამხედრო, რომელთაგან 41000 დანაყოფებშია განაწილებული.

21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა.