ევროპის 30 ქვეყანაში, რუსეთის პროპაგანდისტული არხები დაბლოკეს

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყების შემდეგ, ევროპის 30-მა ქვეყანამ პროპაგანდისტული არხების „RT“-სა და „სატელიტის“ მაუწყებლობა დაბლოკა.

ამის შესახებ უკრაინის ტელევიზიისა და რადიოს მაუწყებლობის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარემ, ოლგა გერასიმიუკმა ეროვნული ტელემარათონის „ერთიანი ამბების“ ეთერში განაცხადა.

„უკვე 30-მა ევროპულმა ქვეყანამ დაბლოკა RT-ისა და „სატელიტის“ მაუწყებლობა. ბალტიისპირეთის ქვეყნები და პოლონეთი ყველაზე აქტიურები არიან რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ", - განაცხადა გერასიმიუკმა. 

მისივე თქმით, ესტონეთი და გერმანია არა მხოლოდ ზღუდავენ რუსეთის სატელევიზიო პროპაგანდას, არამედ ტრანსლაციის საშუალებას უკრაინულ მაუწყებლობას აძლევენ, კერძოდ, ტელემარათონ One News-ს.