ერთი კვირის განმავლობაში, ხმელთაშუა ზღვაში, მალტას სანაპიროსთან, ხუთმა სამაშველო მისიამ 371 ადამიანი გადაარჩინა, - ამის შესახებ Euronews-ი წერს.
გადარჩენილ მიგრანტთა შორის 3 ორსული ქალი და 55 ბავშვია.
საერთაშორისო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ხელისუფლებამ საკმარისი არ გააკეთა იმ მიგრანტების დასახმარებლად, რომლებიც ხმელთაშუა ზღვაში დახრჩობის რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ.