სლოვენიამ უკრაინას, იარაღის მეორე დიდი პარტია გაუგზავნა და კიევს 28 ერთეული M-55S-ის ტიპის ტანკი გადასცა.
სლოვენიის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ ტანკები, რომელთა უზრუნველსაყოფად გერმანიასთან ხელშეკრულება დაიდო, წარმატებით გადაიტანეს უკრაინაში.
„ეს ტანკები სლოვენიის არმიის რეზერვში იყო და ახლა ისინი გააძლიერებენ უკრაინის თავდაცვას“, - ნათქვამია სლოვენიის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
სლოვენია უკრაინას, 28 ერთეულ M-55S-ის ტანკს, გერმანიიდან აღჭურვილობის მიღების სანაცვლოდ დაჰპირდა.
სლოვენიამ გერმანიისგან 35 მძიმე 8x8 სატვირთო მანქანა და ხუთი მძიმე 8x8 წყლის ავზი საშუალო ბატალიონის ჯგუფის შესაქმნელად მიიღი.
გაცვლის ხელშეკრულებას პრემიერ-მინისტრმა რობერტ გოლობმა და გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა სექტემბერში მოაწერეს ხელი.
ეს არის სლოვენიის სამხედრო მხარდაჭერის მეორე მნიშვნელოვანი პარტია უკრაინისთვის. ივლისში სლოვენიამ უკრაინაში 35 ერთეული BVP M80A ამფიბიური ჯავშანტრანსპორტიორი გაგზავნა.
M-55S არის მოძველებული საბჭოთა T-55 ტანკის განახლებული მოდელი, რომელიც აღჭურვილია 105 მმ დამცავი იარაღით, აქტიური ჯავშნით და გაუმჯობესებული ცეცხლის მართვის სისტემით.