- ე.წ. „ევაკუაციის“ ფარგლებში, რუსმა ოკუპანტებმა ქალაქ ხერსონის 90-ე სასჯელაღსრულების კოლონიიდან პატიმრები გაიყვანეს, რათა იქ თავისი სამხედრო ბაზა მოაწყონ.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა 30 ოქტომბერს განაცხადა, რომ რუსეთმა იძულებით გადაასახლა პატიმრები ხერსონის დაწესებულებიდან და მას თავისი სამხედრო პერსონალისა და აღჭურვილობის განსათავსებლად იყენებს.
უკრაინის არმიამ ასევე დააფიქსირა, რომ ხერსონის ოლქში, კალანჩაკში რუსეთის ეროვნული გვარდიის ასამდე წარმომადგენელი ჩავიდა ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოდან.
- გენშტაბის ცნობით, რუსეთი სასჯელაღსრულების დაწესებულების ტერიტორიას პირადი შემადგენლობისა და სამხედრო ტექნიკის განსათავსებლად იყენებს.
გენერალური შტაბის ინფორმაციით, მტერი ცდილობს, შეინარჩუნოს დროებით ოკუპირებული ტერიტორიები, ყურადღებას ამახვილებს გარკვეული მიმართულებით თავდაცვის ძალების მოქმედებების ჩაშლის მცდელობებზე და ბახმუტისა და ავდიივკის მიმართულებით შეტევით ოპერაციებს ახორციელებს.