უკრაინული მედიის ცნობით, ჯგუფმა GeoConfirmed-მა, გამოაქვეყნა ვიდეოები, რომელშიც ნაჩვენებია, 29 ოქტომბერს როგორ ესხმიან დრონები თავს რუსეთის შავი ზღვის ფლოტს სევასტოპოლში, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმის საპორტო ქალაქში.

შედეგად, მისივე თანახმად, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სულ მცირე სამი ხომალდი, მათ შორის რუსული ფრეგატი (აფრებიანი, სამანძიანი, ერთგემბანიანი სამხედრო გემი) დაზიანდა.
ოფიციალური წყაროებით ეს ცნობები არ დასტურდება.
29 ოქტომბერს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინა სევასტოპოლში ცხრა თვითმფრინავის გაგზავნაში დაადანაშაულა. უკრაინის მთავრობას სავარაუდო თავდასხმაზე კომენტარი არ გაუკეთებია.