მარიო დრაგის მთავრობამ უკრაინას მძიმე იარაღის მნიშვნელოვანი პარტია გამოუყო.
La Repubblica იუწყება, რომ იტალიის უკვე ყოფილი პრემიერის მიერ მოწონებული სამხედრო დახმარების პაკეტი მოიცავდა ორ M270 ტიპის მრავალჯერად სარაკეტო სისტემას, ექვს 155 მმ PzH 2000 ტიპის თვითმავალ ჰაუბიცას, 20-დან 30 ერთეულ 155 მმ-იან მოდერნიზებულ M109L ტიპის თვითმავალ ჰაუბიცებს და ათობით M113 ტიპის ჯავშანმანქანას.
შეგახსენებთ, 17 ოქტომბერს, მარიო დრაგის მთავრობამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა, რომლის დეტალები არ გახმაურებულა.
იტალიის ახალმა პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ განაცხადა, რომ იტალია უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს.