რუსეთის უმსხვილესი კომპანია და ბუნებრივი აირის მწარმოებელი "Gazprom"-ი განცხადებას ავრცელებს საკუთარი პროექტის შესახებ, რომელიც ევროპაში მიმდინარეობს და დასრულების სტადიაზეა.
მათი თქმით,"ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის მილსადენი პოლიტიკური წნეხის გამო სხვადასხვა წინაღობას აწყდება. კომპანიის თქმით, "ჩრდილოეთის ნაკადი 2-ზე მუშაობისას ვისმენთ ბევრ პოლიტიკურ კრიტიკას, რომლებიც განპირობებულია პოლიტიკური სიტუაციის ცვლილებით. ყველაფერი ეს ზიანს აყენებს მილსადენის პროექტზე მუშაობის პროცესს",- ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
კომპანიის თქმით, ასეთმა ცვლილებებმა შესაძლოა გამოიწვიოს პროექტის შეფერხება, ან შეწყვეტა.
ჩრდილოეთის ნაკადი 2-ით რუსეთი გაზსადენით დაუკავშირდება გერმანიას, რომელიც ქვეყანას რუსული ბუნებრივი აირით მოამარაგებს. პროექტის დასრულება 2021 წლის პირველ ნაწილშია მოსალოდნელი.