მილიარდერმა ნიკოლაი სტორონსკიმ, რუსეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა

კომპანია Revolut-ის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ნიკოლაი სტორონსკიმ, დიდ ბრიტანეთში საბანკო ლიცენზიის მიღების მიზნით, რუსეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა, – იუწყება The Telegraph.

შეგახსენებთ, რომ სტორონსკი უმცროსი, ომის დაწყებისთანავე უკრაინაში რუსეთის შეჭრას საჯაროდ აკრიტიკებდა, მამის ნიკოლაი სტორონსკის უფროსისგან განსხვავებით, რომელიც „გაზპრომგაზის“აღმასრულებელი დირექტორია და ახლა სანქცირებულთა სიაშია.

Revolut ლონდონში 2015 წელს რუსმა სტორონსკიმ და უკრაინელმა ვლად იაცენკომ დააარსეს. 2021 წლის ივლისში კომპანია 33 მილიარდ აშშ დოლარად შეფასდა.

Revolut საერთაშორისო საბანკო სერვისია, რომელიც მომხმარებელს მრავალვალუტიან ბარათებს სტავაზობს.