პუტინი: ჩვენ უნდა დავასრულოთ ყარაბაღის კონფლიქტი

სომხეთის ხელმძღვანელობას აქვს პოლიტიკური ნება მთიანი ყარაბაღის პრობლემის გადასაჭრელად, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სოჭში, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრის დაწყებისას.

„კონფლიქტი ათწლეულების განმავლობაში გაგრძელდა. ჩვენ უნდა დავასრულოთ ის. ვიცი, რომ თქვენ გაქვთ ამის პოლიტიკური ნება. ჩვენ მას ყველანაირად ვუჭერთ მხარს. ჩვენ უნდა ვიპოვოთ საკვანძო პუნქტები, რომლებიც მოგვცემს წინსვლის საშუალებას", - აცხადებს პუტინი.

მისი თქმით, რუსეთი აფიქსირებს პოზიციას იქედან გამომდინარე, რომ სომხეთი უძველესი დროიდან არის სტრატეგიული მოკავშირე და პარტნიორი.

„ეს კონფლიქტი უკვე ათი წელია გრძელდება. ასე რომ, რაღაც მომენტში უნდა დავასრულოთ, ეთანხმებით ამას? მე ვიცი, რომ თქვენ გაქვთ ამის პოლიტიკური ნება. ჩვენ ამას ყველანაირად ვუჭერთ მხარს“, - ციტირებს პუტინს სომხური მედია.