მოლდოვამ რუსი დიპლომატი გააძევა, რომლის ვინაობაც და სხვა დეტალები ამ დრომდე არ გასაჯაროვდა.
რუსეთის სახელმწიფო უწყებები წერენ, რომ ეს არის პასუხი დღეს დილით მომხდარ ინციდენტზე. ერთ-ერთი რაკეტის ნამსხვრევები, რომლითაც რუსეთი უკრაინის ენერგოსისტემას დაესხა თავს, მოლდოვას ტერიტორიაზე, სოფელ ნასლავჩასთან ჩამოვარდა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, TASS-ის ცნობით, პირობა დადო, რომ დიპლომატის გაძევებას გამოეხმაურება.
შეგახსენებთ, რომ 10 ოქტომბერს უკრაინაზე თავდასხმის დროს მოლდოვას ტერიტორიაზე სამი რუსული რაკეტა გადმოფრინდა. შემდეგ, მოლდოვაში რუსეთის ელჩი, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს.