თეგი: გაძევება

გერმანიამ რუსი დიპლომატების მასობრივი გაძევების შესახებ განაცხადა

გერმანიის მთავრობამ არასასურველად გამოაცხადა რუსეთის საელჩოს თანამშრომლების მნიშვნელოვანი ნაწილი. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ანალენა ბერბოკის განცხადებაშია ნათქვამი. რუსი დიპლომატების გაძევების მიზეზი უკრაინის ქალაქ ბუჩასა და კიევის სხვა გარეუბნებში მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტის მტკიცებულება გახდა, სადაც მანამდე რუსი სამხედროები იყვნენ განლაგებული. „ბუჩას ფოტოები მოწმობს რუსეთის ხელმძღვანელობისა და მისი პროპაგანდისტების წარმოუდგენელ სისასტიკესა და განადგურების სურვილს, რომელსაც საზღვარი არ აქვს. ჩვენ გვეშინია მსგავსი სურათები არ  ვიხილოთ უკრაინის მრავალი სხვა ადგილიდან, რომლებიც ოკუპირებულია რუსეთის ჯარების მიერ. ჩვენ უნდა დავუპირისპირდეთ ამ არაადამიანურობას ჩვენი თავისუფლების ძალით და  ჩვენი სიმტკიცით“, - ნათქვამია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. Spiegel-ის ინფორმაციით, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საელჩოს სულ 40 თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. მათ ბერლინი მომდევნო ხუთი დღის განმავლობაში უნდა დატოვონ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ინტერფაქსს განუცხადა, რომ დეპარტამენტი "უპასუხებს გერმანული პოლიტიკური მანქანის ამ ბოროტ მოქმედებას". 4 აპრილს ლატვიამ და ლიეტუამ განაცხადეს, რომ ბუჩაში განვითარებული მოვლენების საპასუხოდ, ისინი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დონეს ამცირებენ. ეს ღონისძიება გულისხმობს ელჩების გამოწვევას. ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ბუჩაში რუსი სამხედროების მიერ მშვიდობიანი მოქალაქეების დახოცვას სიცრუეს უწოდებს და ამბობს, რომ ეს იყო „ფეიკური თავდასხმა".  ასევე წაიკითხეთ: სალომე ზურაბიშვილი: ძნელია, წარმოიდგინო მსოფლიო, სადაც ბუჩას ხოცვა-ჟლეტა არსებობს ევროკომისიის პრეზიდენტი: შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას

მედია: საფრანგეთმა 30-მდე რუსი დიპლომატების გაძევების შესახებ განაცხადა

საფრანგეთი იმ რუს დიპლომატებს გააძევებს, რომელთა საქმიანობაც ქვეყნის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის. ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.  „დღეს საღამოს საფრანგეთმა გადაწყვიტა გააძევოს ის რუსი თანამშრომლები, რომლებიც სარგებლობენ დიპლომატიური სტატუსით და საფრთხეს უქმნიან ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებასა და ინტერესებს. ეს აქცია არის ევროპული დამოკიდებულების ნაწილი. ჩვენი მტავარი პასუხისმგებლობა ყოველთვის იყო საფრანგეთისა და ევროპელების უსაფრთხოების უზრუნველყოფა“, - ნათქვამია განცხადებაში.  ტელეარხ BFMTV-ის ცნობით, საქმე ეხება 30-მდე რუსი დიპლომატის გაძევებას.  ცნობისათვის, დღეს გერმანიამ 40-მდე რუსი დიპლომატი ქვეყნისათვის არასასურველ პირად დაასახელა.  ბელგიის ხელისუფლებამ 29 მარტს 21 რუსი დიპლომატი გააძევა ჯაშუშობისთვის.  ნიდერლანდებმა კი 17 რუსი დიიპლომატის გაძევების შესახებ განაცხადეს, რომელთაც სპეცსამსახურების მონაცემებით ჯაშუშობა დაუდასტურდათ.  ირლანდიამ 29 მარტს 4 რუსი დიპლომატს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა. მიზეზია დიპლომატიური ნორმების დარღვევა.  4 აპრილს ლატვიამ და ლიეტუამ განაცხადეს, რომ ბუჩაში განვითარებული მოვლენების საპასუხოდ, ისინი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დონეს ამცირებენ. ეს ღონისძიება გულისხმობს ელჩების გამოწვევას. ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ბუჩაში რუსი სამხედროების მიერ მშვიდობიანი მოქალაქეების დახოცვას სიცრუეს უწოდებს და ამბობს, რომ ეს იყო „ფეიკური თავდასხმა".  ასევე წაიკითხეთ სალომე ზურაბიშვილი: ძნელია, წარმოიდგინო მსოფლიო, სადაც ბუჩას ხოცვა-ჟლეტა არსებობს ევროკომისიის პრეზიდენტი: შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას

შვედეთი ქვეყნიდან 3 რუს დიპლომატს აძევებს

შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 3 რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ განაცხადა. იუწყება  SVT.  „დიპლომატების გაძევება ადვილი არ არის. ჩვენ ყოველთვის უნდა ავწონოთ ჩვენი ინტერესები... მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ უფრო მეტი ადამიანის დეპორტაცია შევძლოთ. გავაძევოთ ისინი, ვინც არ იცავს ვენის კონვენციას“, - განაცხადა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.  ბოლო დღეებში ევროკავშირის არაერთმა ქვეყანამ გამოაცხადა ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი რუსი დიპლომატების გაძევების შესახებ. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა გადაწყვეტილება ქვეყნიდან რუსეთის საელჩოს 40 თანამშრომლის გაძევების შესახებ. ამის შემდეგ საფრანგეთმა 35 რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ გამოაცხადა. 5 აპრილს დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე გამოაცხადა 15 რუსი დაზვერვის ოფიცრის გაძევება, რომლებიც ფარულად მუშაობდნენ რუსეთის საელჩოში. 4 აპრილს იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუიჯი დი მაიომ 30 რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ  იტალია ქვეყნიდან 30 რუს დიპლომატს აძევებს

ესპანეთი 25 რუსს დიპლომატს აძევებს

ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ხოსე მანუელ ალბარესის თქმით, რუსეთის სამხედრო დანაშაულების პასუხად, ესპანეთი 25 რუსს დიპლომატს გააძევებს.  „გადავწყვიტეთ ესპანეთში რუსეთის საელჩოდან გავაძევოთ რუსი დიპლომატები და თანამშრომლები, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ქვეყნის ინტერესებსა და უსაფრთხოებას“, - აღნიშნა მინისტრმა.  რუსეთის მხრიდან ბუჩაში მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმის პასუხად, დანიამ - 15, გერმანიამ - 40, შვედეთმა - 3, იტალიამ - 30 რუსი დიპლომატი გააძევა. ლიტვამ კი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დონე შეამცირა და ლიტვაში რუსეთის ელჩს ქვეყანა დაატოვებინა.    ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ბუჩაში მშვიდობიანი მოქალაქეების დახოცვას „ფეიკურ თავდასხმასა“ და ინსცენირებას უწოდებს.  ასევე წაიკითხეთ  იტალია ქვეყნიდან 30 რუს დიპლომატს აძევებს შვედეთი ქვეყნიდან 3 რუს დიპლომატს აძევებს

რუმინეთმა და სლოვენიამ რუსი დიპლომატები გააძევეს

რუმინეთმა და სლოვენიამ 10-ზე მეტ რუსი დიპლომატი გააძევეს. რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა და განუცხადა, რომ პერსონა ნონ გრატად გამოცხადებულია ბუქარესტში რუსეთის საელჩოს 10 თანამშრომელი, რადგან მათი საქმიანობა დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციას ეწინააღმდეგება. ამასთან, უწყებამ მკაცრად დაგმო ბუჩასა და უკრაინის სხვა ქალაქებში რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი ომის დანაშაულები. მანამდე საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის გადაწყვეტილებით, ბრიუსელში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლობის 19 წევრი პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა.  რუსეთის მხრიდან ბუჩაში მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმის პასუხად, დანიამ - 15, გერმანიამ - 40, შვედეთმა - 3, იტალიამ - 30 რუსი დიპლომატი გააძევა. ლიტვამ კი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დონე შეამცირა და ლიტვაში რუსეთის ელჩს ქვეყანა დაატოვებინა.  ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ბუჩაში მშვიდობიანი მოქალაქეების დახოცვას „ფეიკურ თავდასხმასა“ და ინსცენირებას უწოდებს.  ასევე წაიკითხეთ  იტალია ქვეყნიდან 30 რუს დიპლომატს აძევებს შვედეთი ქვეყნიდან 3 რუს დიპლომატს აძევებს

ევროკავშირმა 19 რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის გადაწყვეტილებით, ბრიუსელში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლობის 19 წევრი პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა. ამის შესახებ სპეციალურ განცხდებაშია ნათქვამი, რომელსაც ევროკავშირი ავრცელებს.  19 რუსი დიპლომატის გაძევების მიზეზი დიპლომატიური სტატუსის საწინააღმდეგო საქმიანობაში ჩართულობაა. ევროკავშირის განცხადებით, გადაწყვეტილება რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის არაერთ ოკუპირებულ ქალაქში, მათ შორის, ბუჩაში ჩადენილი სისასტიკის შესახებ გავრცელებული ცნობების შემდეგ მიიღეს. „ევროკავშირი სრულად სოლიდარულია უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ და გააგრძელებს ყველა შესაძლო სახის მხარდამჭერას საერთაშორისო პარტნორებთან კოორდინირებით". – ნათქვამია განცხადებაში. რუსეთის მხრიდან ბუჩაში მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმის პასუხად, დანიამ - 15, გერმანიამ - 40, შვედეთმა - 3, იტალიამ - 30 რუსი დიპლომატი გააძევა. ლიტვამ კი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დონე შეამცირა და ლიტვაში რუსეთის ელჩს ქვეყანა დაატოვებინა.   ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ბუჩაში მშვიდობიანი მოქალაქეების დახოცვას „ფეიკურ თავდასხმასა“ და ინსცენირებას უწოდებს.  ასევე წაიკითხეთ  იტალია ქვეყნიდან 30 რუს დიპლომატს აძევებს შვედეთი ქვეყნიდან 3 რუს დიპლომატს აძევებს

მოლდოვამ რუსი დიპლომატი გააძევა

მოლდოვამ რუსი დიპლომატი გააძევა, რომლის ვინაობაც და სხვა დეტალები ამ დრომდე არ გასაჯაროვდა. უკრაინის მიერ მოგერიებული რუსული რაკეტა მოლდოვაში ჩამოვარდა რუსეთის სახელმწიფო უწყებები წერენ, რომ ეს არის პასუხი დღეს დილით მომხდარ ინციდენტზე. ერთ-ერთი რაკეტის ნამსხვრევები, რომლითაც რუსეთი უკრაინის ენერგოსისტემას დაესხა თავს, მოლდოვას ტერიტორიაზე, სოფელ ნასლავჩასთან ჩამოვარდა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, TASS-ის ცნობით, პირობა დადო, რომ დიპლომატის გაძევებას გამოეხმაურება.  შეგახსენებთ, რომ 10 ოქტომბერს უკრაინაზე თავდასხმის დროს მოლდოვას ტერიტორიაზე სამი რუსული რაკეტა გადმოფრინდა. შემდეგ, მოლდოვაში რუსეთის ელჩი, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს.  

უცხოური მედია: 24 თებერვლიდან დღემდე, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 574 რუსი დიპლომატი გააძევეს

24 თებერვლიდან დღემდე, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 574 რუსი დიპლომატი გააძევეს. უცხოური გამოცემა TASS-ი წერს, რომ ბულგარეთმა ყველაზე მეტი -83 რუსი დიპლომატი გააძევა, 45 დიპლომატი გააძევეს პოლონეთიდან, 40 - გერმანიიდან, 35 - სლოვაკეთიდან, 35 - საფრანგეთიდან, 33 - სლოვენიიდან, 30 - იტალიიდან, 28 - შეერთებული შტატებიდან. „მთლიანობაში, რუსი დიპლომატების წინააღმდეგ არამეგობრული ნაბიჯები ევროპის 29 ქვეყანამ, შეერთებულმა შტატებმა და იაპონიამ გადადგეს“, - წერს TASS-ი. გამოცემის ცნობით, რუსი დიპლომატების ყველაზე მასშტაბური გაძევება 2022 წლის ივნისში განხორციელდა, როდესაც ბულგარეთიდან 70 დიპლომატი გააძევეს.