უკრაინის შიგნით, აშშ-ის სამხედრო ძალების მცირე რაოდენობამ ინსპექტირება დაიწყო, ისინი ეხმარებიან უკრაინის შეიარაღებული ძალებს, რათა სათანადოდ აღრიცხონ დასავლეთის მიერ მიწოდებული იარაღი.
ოფიციალური პირი, რომელიც AP-ს ესაუბრა, არ ამხელს, სად ტარდება ინსპექტირება ან რამდენად ახლოს არიან აშშ-ის ჯარები ბრძოლის ხაზთან.
ოფიციალურმა პირის თქმით, ამერიკულ პერსონალს არ შეუძლია, ინსპექტირების ჩატარება „ფრონტის ხაზთან ახლოს“, თუმცა მიდიან იქ, სადაც უსაფრთხოების პირობები ამის საშუალებას იძლევა.
მისივე თქმით, რამდენიმე ინსპექტირება ჩატარდა და მათ ახორციელებენ აშშ-ის თავდაცვის ატაშე და აშშ-ის თავდაცვის თანამშრომლობის ოფისის გუნდი, რომელიც კიევში იმყოფება. ოფიციალური პირის თქმით, ჯერჯერობით, უკრაინელი ოფიციალური პირები მხარს უჭერენ ინსპექტირებას.
28 ოქტომბერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ პროგრამა შეიმუშავა იმისთვის, რომ უკრაინაში მიწოდებული იარაღის, რუსული სამხედროების მიერ შეძენა თავიდან აიცილოს.
პროგრამა მოიცავს დამატებით მხარდაჭერას უკრაინისთვის, რომ იარაღი აღრიცხოს, მათ შორის მესაზღვრეების მომზადება და იარაღისა და საბრძოლო მასალის მკაცრი მონიტორინგი უზრუნველყოს.