სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ირანის პრეზიდენტის ებრაჰიმ რაისის მიწვევით თეირანში მაღალი რანგის დელეგაციასთან ერთად ჩავიდა.
სომხური მედიის ცნობით, ფაშინიანს ირანის პრეზიდენტი საადაბადის ისტორიულ-კულტურულ კომპლექსში შეხვდება.
მხარები რეგიონულ და ორმხრივ საკითხებს განიხილავენ, თანამშრომლობის შესახებ რიგ დოკუმენტებს მოაწერენ ხელს და ერთობლივ ბრიფინგს გამართვენ.
ფაშინიანი მანამდე სოჭში შეხვდა რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს.