ილინოისის შტატის პოლიციის წარმომადგენლებმა ქართველი კოლეგებისთვის ტრენინგები ჩაატარეს

უკვე მრავალი წელია, გამოცდილების გასაზიარებლად ამერიკელ სამართალდამცველებს ქართველ კოლეგებთან ვაკავშირებთ - მოუთმენლად ველით ჩვენი პარტნიორობის გაგრძელებას, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.
 
„ეს თანამშრომლობა თითქმის ყველა სფეროს მოიცავს, იქნება ეს პოლიციის აკადემიის, საპატრულო პოლიციის, კრიმინალური პოლიციის, სასამართლო ლაბორატორიებისა თუ კინოლოგიური ოპერატიული დანაყოფების მომზადება და პროფესიული ზრდა.
 
ამ ძალისხმევაში აშშ-ის არაერთი შტატის პოლიციაა ჩართული და სიხარულით გაცნობებთ, რომ მათ რიგს ოფიციალურად შეუერთდა ილინოისის შტატის პოლიცია, რომლის წარმომადგენლებმაც საქართველოს პოლიციისთვის უკვე სამი ტრენინგი ჩაატარეს.
 
ამ თანამშრომლობის გასაღრმავებლად და სამომავლო ტრენინგების დასაგეგმად ილინოისის შტატის პოლიციის ხელმძღვანელმა, ბრენდან კელიმ საკონსულტაციო შეხვედრები სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლებთან ამ კვირაში გამართა. მოუთმენლად ველით ჩვენი პარტნიორობის გაგრძელებას", - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.