ნიკა გვარამიას საქმეზე გადაწყვეტილებას თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგია ხვალ გამოაცხადებს

ნიკა გვარამიას საქმეზე გადაწყვეტილებას თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგია ხვალ, 2 ნოემბერს გამოაცხადებს.

ადვოკატის ინფორმაციით, განაჩენის გამოცხადება დილის 11 საათზე ჩაინიშნა.

ცნობისთვის, ნიკა გვარამიას საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა 16 მაისს შეუფარდა.