„ნაპოლის“ ქართულ სენსაციას „კვარადონა“ დაერქვა - CNN

„ნაპოლის“ ქართულ სენსაციას „კვარადონა“ დაერქვა - ამ სათაურით CNN-მა იტალიური ნაპოლის ქართველ გარემარბს სტატია მიუძღვნა.

Kvaratskhelia celebrates after scoring Napoli's third goal aganst Torino.

„მარადონასთან შედარება „ნაპოლის“ გულშემატკივრების მიერ, არის იმედი, რომ ეს იმ წარმატებებს მოიტანს, რომლებიც არგენტინელმა (მარადონამ, რედ.) მოიტანა. მარადოანს მემკვიდრედ არაერთი მოთამაშე შერაცხეს, თუმცა სერია ა-ს მესამე ტიტული „ნაპოლისთვის“ მიუღწეველი დარჩა.

Kvaratskhelia celebrates with his teammates after scoring against Monza.

შემდეგ, ივლისში, „ნაპოლიში“ ქართველი გარემარბი გამოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ნეაპოლში დიდი აურზაურის გარეშე ჩავიდა, ხვიჩა კვარაცხელიას უკვე მარადონას ადარებენ“, - ნათქვამია CNN-ის სტატიაში.

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ „კვარამ შეცვალა ცხოვრება საქართველოში".

CNN-ი „ნაპოლის“ წაუგებელ სერიაში ქართველი ფეხბურთელის წვლილს უსვამს ხაზს და წერს, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ ნაპოლი ევროპის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო გუნდად აქცია.