თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებების გამართვას უახლოეს მომავალში აპირებს. საუბრის თემა უკრანული მარცვლეულის ექსპორტი იქნება. ინფორმაციას უკრაინული მედია თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს განაცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.
ჩავუშოღლუმ აღნიშნა, რომ თურქეთი გაეროსთან ერთად პროცესს აკვირდება.
- მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საჭიროა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა დაბრკოლებების მოსახსნელად.
ამ დროისთვის დატვირთულ გემებთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ არის. იმისათვის, რომ მარცვლეულის ტრანსპორტირება გაგრძელდეს, პრობლემები უნდა დაიძლიოს“, - განაცხადა ჩავუშოღლუმ. მისივე ინფორმაციით, მოლაპარაკებები უახლოეს დღეებში იგეგმება.
29 ოქტომბერს, რუსეთის ფედერაციამ განაცხადა, რომ შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივაში მონაწილეობას აჩერებს. მოსკოვი ამ ნაბიჯის გამართლებას სევასტოპოლში, დრონების თავდასხმით ცდილობს, რაშიც უკრაინას და დიდ ბრიტანეთს ადანაშაულებს. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გამოვიდა, უკრაინის პორტები მარცვლეულით დატვირთულმა 15-მა ხომალდმა დატოვა.