მოლდოვის პრეზიდენტის განცხადებით, ბოლოდროინდელი საპროტესტო აქციების უკან, რუსული სპეცსამსახურები და მოლდოვის რესპუბლიკის პრორუსული პარტიები დგანან.
მაია სანდუს შეფასებით, ქვეყანაში მოქმედი კორუმპირებული ძალები და რუსეთის სპეცსამსახურები მიზანმიმართულად ცდილობენ დესტაბილიზაციის გამოწვევას.
„გვაქვს მტკიცებულება, რომ კორუმპირებული ჯგუფების კოალიციას, რომელმაც მოლდოვაში ბევრი ფული მოიპარა, ასევე, რუსეთის სპეცსამსახურებს, პრორუსულ პარტიებს საერთო მიზანი აქვთ - მოლდოვაში დესტაბილიზაცია. ისინი სათავისოდ იყენებენ იმ სირთულეებს, რომლებსაც მოქალაქეები აწყდებიან. ჩვენ მოწოდებული ვართ, დავიცვათ დემოკრატია“, - განაცხადა მაია სანდუმ.