ასტრონომებმა დედამიწის მახლობლად მდებარე სამი ასტეროიდი დააფიქსირეს, რომლებიც მზის შუქზე იმალებოდნენ. CNN წერს, რომ ერთ-ერთი ასტეროიდი არის ყველაზე დიდი, პოტენციურად საშიში ობიექტი, რომელიც დედამიწას შეიძლება, საფრთხეს უქმნიდეს.
„ასტეროიდები მიეკუთვნებიან ჯგუფს, რომელიც გვხვდება დედამიწისა და ვენერას ორბიტებში, მაგრამ მათი დაკვირვება წარმოუდგენლად რთულია, რადგან მათ ტელესკოპის დაკვირვებისგან მზის სიკაშკაშე იცავს“, - წერს CNN.
მეცნიერების თქმით, დროთა განმავლობაში, ასტეროიდის, რომელსაც მედია „მკვლელ ასტეროიდად“ მოიხსენიებს, ორბიტალური მოძრაობა უფრო მეტად იქნება სინქრონიზებული დედამიწის მოძრაობასთან. მეცნიერებმა ჯერ არ იციან, რამდენად საშიში შეიძლება, გახდეს ის მომავალში, მაგრამ ამ დროისთვის ასტეროიდი „დედამიწისგან შორს დარჩება".
დანარჩენი ორი ასტეროიდი, 2021 LJ4 და 2021 PH27, გაცილებით უსაფრთხო ორბიტაზეა, რომლებიც საფრთხეს არ წარმოადგენენ დედამიწისთვის.