მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ განაცხადა, რომ ქვეყნის ნეიტრალიტეტის სტატუსი, რომელსაც კონსტიტუცია ითვალისწინებს მოლდოვას ვერ დაიცავს, მაგრამ ამის შეცვლა მხოლოდ ხალხის ფართო მხარდაჭერითაა შესაძლებელი.
„ჩვენ არ გვყავს საპარლამენტო უმრავლესობა კონსტიტუციის შესაცვლელად. ამ მდგომარეობის შესაცვლელად ხალხის მხარდაჭერაა საჭირო. დიდი ხანია მოლდოვაში პოლიტიკური დისკურსი ნეიტრალიტეტის მომხრეა, რომელიც, როგორც ვხედავთ, არ გვიცავს.
ჩვენ გვაქვს რუსეთის მხრიდან უსაფრთხოების სერიოზული საფრთხე, რომელსაც ყოველდღიურად ვაწყდებით. ამავდროულად, ჩვენ ვართ დემოკრატიული სახელმწიფო, გვინდა გავაძლიეროთ დემოკრატია და ჩვენთვის მნიშვნელოვანია რას ფიქრობენ მოქალაქეები“, - განაცხადა სანდუმ.
მისი თქმით, „ხელისუფლება იცავს ნეიტრალიტეტის კონსტიტუციურ პრინციპს, რადგან ასეთია მოქალაქეების ნება“.
„მოლდოვა რჩება ძალიან დაუცველი რუსეთის მიმართ,” - აღნიშნა სანდუმ.
მისი თქმით, მოლდოვას არ აქვს უსაფრთხოების ქოლგა NATO-ს სახით.
„მაშინაც კი, თუ ჩვენ არ გვაქვს ეს უსაფრთხოების ქოლგა, შეგვიძლია ვიპოვოთ გადაწყვეტილებები, რომლებიც ჩვენს მოქალაქეებს უფრო მეტ ნდობასა და უსაფრთხოებას მისცემს. მოლდოვა კვლავ დაუცველია და ჩვენ გვჯერა, რომ მხოლოდ მაშინ, როდესაც ის შეუერთდება დიდ ევროპულ ოჯახს, ჩვენ შევძლებთ თავი დაცულად ვიგრძნოთ“, - თქვა სანდუმ.