2022 წლის ოქტომბერში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 332 999 მგზავრს მოემსახურა

2022 წლის ოქტომბერში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 332 999 მგზავრს მოემსახურა, რაც 2019 წლის იმავე თვის მგზავრთნაკადს 17%-ით აღემატება, ხოლო 2021 წლის ოქტომბრის მონაცემებთან შედარებით, 67%-იანი ზრდაა. ამის შესახებ ინფორმაციას, „ტავ ჯორჯია“ ავრცელებს.

"ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 2022 წლის ოქტომბერში 52 536 მგზავრს მოემსახურა, რაც გასული წლის იმავე თვის მაჩვენებელს 17%-ით, ხოლო 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს 11%-ით აღემატება", - ნათქვამია ინფორმაციაში.