ევროკავშირი უკრაინის აღსადგენად, ჩამორთმეული რუსული აქტივების გამოყენებას განიხილავს - Bloomberg

ევროკავშირი რუსული ცენტრალური ბანკის მილიარდობით ევროს ღირებულების აქტივების გამოყენების საკითხს განიხილავს.

საუბარია აქტივებზე, რომლებიც უკვე გაყინულია წევრი ქვეყნების მიერ.

შესაბამისი განცხადება წყარომ Bloomberg-თან გააკეთა.

Bloomberg-ის ცნობით, ბრიუსელი იკვლევს გზებს, რათა სამუდამოდ შეწყვიტოს პუტინს წვდომა ევროკავშირში დარჩენილ აქტივებზე.


Bloomberg-ის წყაროს ცნობით, ეს საკითხი უკვე დაისვა აშშ-სთან მოლაპარაკებების დროს, მაგრამ ჯერჯერობით გაურკვეველია, გადადგამს თუ არა ბაიდენის ადმინისტრაცია ნაბიჯებს დოლარში არსებული რუსული რეზერვების დასაკავებლად.

უკრაინის მთავრობა თვეების განმავლობაში ითხოვდა გაყინული რუსული აქტივების გამოყენებას უკრაინის აღდგენისთვის. ომში მყოფი ქვეყნის რეკონსტრუქციის ღირებულება 750 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

უკრაინული მხარე ასევე იმედოვნებს გაეროს მეშვეობით კომპენსაციის საერთაშორისო მექანიზმის ამოქმედებას.

ევროკავშირის ქვეყნებმა ამ დრომდე დაახლოებით, 17,5 მილიარდი ევროს რუსული აქტივები გაყინეს.