ევროკავშირმა 17,5 მილიარდი ევროს რუსული აქტივები გაყინა. ამის შესახებ ევროკომისიის წარმომადგენელმა კრისტიან ვიგანდამ ავსტრიის საზოგადოებრივ მაუწყებელ ORF-ს განუცხადა. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ადგენენ და ყინავენ ანგარიშებს, უძრავ ქონებასა და იახტებს.
მისივე თქმით, საუბარია 1 350 პირისა და ორგანიზაციის აქტივებზე, რომლებიც ევროკავშირის სასანქციო სიებში იმყოფებიან.
„ჩვენ მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ - აპრილში 6.7 მილიარდი ევროდან დაწყებული, დღეისთვის 17.5 მილიარდ ევროს მივაღწიეთ”, - განაცხადა ვიგანდმა.
ამ თანხის უმეტესი ნაწილი ევროკავშირის შვიდმა ქვეყანამ გაყინა: გერმანია, ბელგია, საფრანგეთი, ლუქსემბურგი, ირლანდია, იტალია და ავსტრია. ვიგანდის თქმით, ეს განპირობებულია არამხოლოდ ამ ქვეყნებში არსებულ საკუთრებასთან, არამედ ხელისუფლების მუშაობით, ასევე სანქციების ეფექტიანი განხორციელებით.