საქართველოს პრეზიდენტი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის ჩატარებას მიესალმა. სალომე ზურაბიშვილის ეს განცხადება მისივე Facebook გვერდზე განთავსდა.
„უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად, ქვეყნის ინტერესების დასაცავად და საზოგადოების სიმშვიდისთვის მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ გამოიყენოს ყველა, მის ხელთ არსებული ბერკეტი“, - წერია პრეზიდენტის განცხადებაში.