ბირთვული იარაღის ნებისმიერი გამოყენება კატასტროფულ შედეგებს მოიტანს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.
„ჩვენ უფრო მეტ ყურადღებას ვაქცევთ უსაფრთხოების მხარდაჭერას, რომ დავეხმაროთ უკრაინას ამ თავდასხმებისგან დაცვაში, საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაში და თავდაცვის წარმოების გაძლიერებაში. ბირთვული იარაღის ნებისმიერი გამოყენება კატასტროფულ შედეგებს მოიტანს“, – აღნიშნა ბლინკენმა.