ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.
როგორც ცნობილია, დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მათ გამოკვლევები უტარდებათ. ექიმების თქმით, დაშავებულები უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან.
ავტოსაგზაო შემთხვევა ფრიდონ ხალვაშის გამზირზე მოხდა.