აშშ-ის ატომური წყალქვეშა ნავი „აპოკალიფსის მხედარი“ ხმელთაშუა ზღვაში შევიდა

ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის საზღვაო ძალების ინფორმაციით, აშშ-ის უდიდესი ბირთვული წყალქვეშა ნავი, Rhode Island (SSBN 740), რომელზეც განთავსებულია „ოჰაიოს“ კლასის ბალისტიკური რაკეტები, პირველ ნოემბერს ხმელთაშუა ზღვაში შევიდა.  

ეს იყო ხანმოკლე გაჩერება ევროპაში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ოპერაციების არეალში. შეერთებული შტატების საზღვაო ძალები ბოლოს გიბრალტარში 2021 წელს იმყოფებოდნენ.

„Rhode Island-ის ვიზიტი გიბრალტარის პორტში აძლიერებს ჩვენს ურყევ ერთგულებას რეგიონში ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორების მიმართ. შეერთებულ შტატებსა და გაერთიანებულ სამეფოს აქვთ თანამშრომლობის მდიდარი ისტორია, წვრთნების, ოპერაციების და მსგავსი თანამშრომლობის გამოცდილების სახით, რაც აძლიერებს ჩვენს საერთო შესაძლებლობებსა და პარტნიორობას“, – განაცხადა 69-ე ოპერატიული ჯგუფის მეთაურმა, კაპიტანმა ჯონ კრედდოკმა.

გიბრალტარის პორტში შესვლამდე, 2022 წლის ივლისში Rhode Island-ი კლაიდში, შოტლანდიაში საზღვაო ბაზას ეწვია.

აშშ-ის უდიდესი ბირთვული წყალქვეშა ნავის Rhode Island-ის ხმელთაშუა ზღვაში შესვლის ფაქტს La Repubblica-ს გამოეხმაურა

„წყალქვეშა ნავს წყლის ქვეშ უხილავად ყოფნა თვეების მანძილზე შეუძლია. ეს გარკვეულწილად კრემლისთვის არის ნიშანი, რომ ამერიკელები მზად არიან“,- წერს გამოცემა. 

ამასთან, ხმელთაშუა ზღვიდან მოსკოვამდე საჰაერო მანძილი დაახლოებით 3.000 კმ.-ია.

როგორც მედია წერს, ამერიკული ატომური წყალქვეშა ნავს 24 კონტინენტთაშორისო რაკეტის Trident II-ის ტარება შეუძლია.  Trident II-ით სამიზნის განადგურება 18.000 კმ-ის მანძილზეა შესაძლებელი.

ამასთან, წყალქვეშა ნავის ბორტზე 150-დან 200-მდე ბირთვული ქობინის განთავსებაა შესაძლებელი.