რუსეთის ცენტრალური სამხედრო ოლქის მეთაური გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრე ლაპინი გენერალ-მაიორმა ალექსანდრე ლინკოვმა შეცვალა. ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრომ 6 ნოემბერს განაცხადა.
„ეს ფაქტი რუსეთის შეჭრის დაწყების შემდეგ, რუსი სამხედრო მეთაურების თანამდებობიდან გათავისუფლების სერიას მოჰყვა“, - იუწყება დიდი ბრიტანეთის დაზვერვა.
ახალი მეთაური ლინკოვი ადრე რუსეთის ცენტრალური სამხედრო ოლქის ორგანიზაციული და სამობილიზაციო განყოფილების უფროსად მუშაობდა.
როგორც რუსული წყაროები იტყობინებიან კადიროვი გენერალ-პოლკოვნიკს ლიმანის „ჩაბარებისთვის“ და ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ჩრდილოეთში უკრაინის შეიარაღებული ძალების მხრიდან გარღვევისთვის აკრიტიკებდა.
დიდი ბრიტანეთის დაზვერვის თანახმად, Wagner Group-ის დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი და ჩეჩენი ლიდერი რამზან კადიროვი ლაპინს ლიმანიდან, დონეცკის ოლქის მთავარი ლოგისტიკური ცენტრიდან რუსული ძალების გაყვანაში ადანაშაულებდნენ. ლიმანი უკრაინელებმა პირველ ოქტომბერს გაათავისუფლეს.