საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2021 წლის 5 ივლისს დაზარალებული რეპორტიორების სახელით, სტრასბურგის სასამართლოს მიმართავს.
საია-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, რომ 5 ივლისის მოვლენების დროს დაზარალებული 16 რეპორტიორის სახელით სტრასბურგის სასამართლოს მიმართავის თაობაზე პრესკონფერენციას ხვალ გამართავს.
ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე, მედიის წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებულ ძალადობრივი ქმედებებსა და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) და 126-ე (ძალადობა) მუხლებით მიმდინარეობს.
საერთო ჯამში ამ საქმეზე 31 ბრალდებული და 57 დაზარალებულია.