თურქეთმა შავ ზღვაში რუსული სამხედრო გემები არ შეუშვა. რუსეთის წყნარი ოკეანის ფლოტის გემები ბოსფორის სრუტეს გასავლელად ნებართვას თებერვლის დასაწყისიდან ელოდნენ. ამის შესახებ BBC წერს.
„წყნარი ოკეანის ფლოტის სარაკეტო კრეისერი „ვარიაგი“ და დიდი წყალქვეშა ხომალდი „ადმირალ ტრიბუცი“, 6 ნოემბერს, კვირას, სინგაპურის სრუტეში გემთმშენებლებმა, ვლადივოსტოკში ბაზისკენ მიმავალ გზაზე დააფიქსირეს“, - წერს facebook-ზე შავი ზღვის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის მონიტორინგის ჯგუფის ხელმძღვანელი ანდრეი კლიმენკო.
მისივე თქმით, „ვარიაგი“ და „ადმირალი ტრიბუცი“ ხმელთაშუა ზღვაში 2 თებერვლიდან იმყოფებოდნენ და უკრაინის ტერიტორიაზე თავდასხმის მიზნით, შავ ზღვაში გადასასვლელად ემზადებოდნენ“.
„ხედავთ Z და V ასოებს მილებზე? როგორც ძველ ანეკდოტშია: „არ გამოგვადგა“. ყველაფერი თურქეთისა და მისი სრუტეების გამო. ისინი 9 თვე იცდიდნენ. დაიღალნენ, შეკეთების საშუალება არსად იყო, ეკიპაჟის წევრები გაგიჟდნენ...“, - წერს facebook-ზე ანდრეი კლიმენკო.


