დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ მინისტრი უკრაინაში უახლოეს მომავალში ჩავა.
ამის შესახებ უკრაინის ელჩმა დიდ ბრიტანეთში ვადიმ პრისტაიკომ განაცხადა.
მან უსაფრთხოების საკითხებიდან გამომდინარე, კონკრეტული თარიღის დასახელებისგან თავი შეიკავა.
მანამდე, რიში სუნაკმა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან, კანადის პრემიერ მინისტრთან ჯასტინ ტრუდოსთან და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერების საკითხი განიხილა.
რიში სუნაკი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ოფიციალურად, 25 ოქტომბერს გახდა.