გაეროს კლიმატის ცვლილების 27-ე კონფერენცია კარგი პლატფორმაა კლიმატის ცვლილების შესახებ წარმოებულ დიალოგში დაინტერესებული წრეებისა და მხარეების ჩასართავად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი Twitter-ზე წერს.
„მოხარული ვარ, რომ ვესწრები შარმ-ელ-შეიხში გაეროს კლიმატის ცვლილების 27-ე კონფერენციის გახსნით სესიას. მადლობას ვუხდი ეგვიპტის პრეზიდენტს აბდულ-ფათაჰ ალ-სისის ღონისძიების მასპინძლობისთვის. ეს კონფერენცია ძალიან კარგი პლატფორმაა კლიმატის ცვლილების შესახებ წარმოებულ დიალოგში დაინტერესებული წრეებისა და მხარეების ჩასართავად. მოვიდა დრო, გაერთიანებული ძალისხმევით უზრუნველვყოთ ჩვენი პლანეტის მომავალი!”, - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.
პოლიტიკა
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: მოვიდა დრო, გაერთიანებული ძალისხმევით უზრუნველვყოთ ჩვენი პლანეტის მომავალი
europetime 2022-11-07 18:28:00ფოტოს წყარო: საქართველოს მთავრობა