პირველი დიპლომატის პოსტზე შერჩეული კანდიდატი ენტონი ბლინკენი სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წინაშე წარდგა. ბლინკენმა ქვეყნის მომავალი ადმინისტრაციის გეგმებზე ისაუბრა.
ბლინკენმა განაცხადა, რომ ის საქართველოს წევრობას ემხრობა, თუ „ქვეყანა წევრობის კრიტერიუმს დააკმაყოფილებს და საერთო უსაფრთხოებაში წვლილს შეიტანს“.
რესპუბლიკელმა სენატორმა კენტუკის შტატიდან, რენდ პოლმა, რომელიც NATO-ს ღია კარის პოლიტიკას უკვე წლებია ეწინააღმდეგება, სახელმწიფო მდივნობის კანდიდატს საქართველოს NATO-ში წევრობის შესახებაც ჰკითხა..
„თქვენ მოუწოდებდით NATO-ს გაფართოებისკენ. კვლავ უჭერთ მხარს NATO-ში საქართველოს შეყვანას?“
„"თუ ქვეყანა, როგორიც საქართველოა, წევრობის კრიტერიუმს დააკმაყოფილებს და ჩვენს საერთო უსაფრთხოებაში წვლილს შეიტანს, დიახ, კარი ღია უნდა დარჩეს“.წარსულში ვიხილეთ, რომ ქვეყნები რომლებიც NATO-ს წევრებიან არიან, რუსეთის აგრესიის ასეთი სამიზნე არ ყოფილან", - აღნიშნა ბლინკენმა. “
ქვეყნის მომავალმა პირველმა დიპლომატმა ალექსეი ნავალნიზეც ისაუბრა.
ბლინკენი,- „გასაოცარია, როგორ ეშინია ვლადიმირ პუტინს ამ ერთი ადამიანის. ეს ბევრის მთქმელია. ვფიქრობ, ბატონი ნავალნი არის მილიონობით რუსის ხმა და მათი ხმა უნდა იყოს გაგონილი რუსეთში. ბატონი ნავალნის გაჩუმებით, ამ ხმის გაჩუმების მცდელობა არის ის, რასაც მტკიცედ ვგმობთ. ჩვენ ამაზე ხმამაღლა ვსაუბრობდით და გავაგრძელებთ ამის კეთებას. უფრო ფართო კონტექსტში კი, რუსეთის მიერ სხვადასხვა ფრონტზე შექმნილი გამოწვევები, ასევე გადაუდებელ ყურადღებას საჭიროებს და ეს საკითხი მომავალი ადმინისტრაციის დღის წესრიგში უმთავრეს საკითხებს შორისაა“.
მისი თქმით, რუსეთი მრავალ სხვადასხვა ფრონტზე უქმნის ამერიკას მნიშვნელოვან გამოწვევებს, რომლებსაც დაუყოვნებლივ უნდა უპასუხონ.
ტონი ბლინკინს რამდენიმე ადმინისტრაციის პერიოდში სხვადასხვა წამყვანი თანამდებობა ეკავა. 2013 - 2015 წლებში ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მოადგილე იყო, შემდეგ 2 წლის განმავლობაში კი სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.